გიორგი მამარდაშვილისთვის ბრძოლაში ტოტენჰემი და ჩელსი დაწინაურდნენ
ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ბრიტანული მედია-საშუალება The Sun-ის ის მიმართულება, რომელიც ლონდონის "ჩელსის" შესახებ ინფორმაციებს ავრცელებს, ამჯერად საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერს.
გამოცემის ცნობით, 22 წლის ქართველი მეკარისთვის ბრძოლაში, ორი ლონდონური კლუბი, "ჩელსი" და "ტოტენჰემი" დაწინაურდნენ.
სტატიაში ნათქვამია, რომ მას მერე, რაც მსოფლიოს ყველაზე ცნობილმა საფეხბურთო ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ გიორგი მამარდაშვილი სეზონის დასრულების შემდეგ "ვალენსიას" დატოვებს, მისი დამატებისთვის ბრძოლაში სწორედ "ჩელსი" და "ტოტენჰემი" დაწინაურდნენ. ირკვევა, რომ ტრანსფერის თაობაზე ინგლისურ გრანდებთან არსებული მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში შევიდა, ამ საქმეში კი ფავოირიტები "არისტოკრატები" არიან.
გიორგი მამარდაშვილს “ვალენსიას” მაისურით 2022/23 წლების სეზონში ლა ლიგაში, კოპა დელ რეიზე და ესპანეთის სუპერთასზე საერთო ჯამში 33 მატჩი აქვს ჩატარებული და 40 გოლი გაშვებული, შვიდ შეხვედრაში კი კარის მშრალად შენახვა მოახერხა.