Belive

მორიგი აღიარება: მიქაუტაძე საფრანგეთში სეზონის აღმოჩენა გახდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ლიდერი, გიორგი მიქაუტაძე 2022/23 წლების სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ის აღმოჩენად დასახელდა.

"მეცის" ქართველი თავდამსხმელი ლიგა 2-ის ოფიციალურმა გვერდმა გამოარჩია და მას აღნიშნული ჯილდო მიაკუთვნა.

გარდა ამ პრიზისა, 22 წლის ქართველი ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.

მიქაუტაძე, რომელმაც განვლილ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 40 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა, არაერთი ევროპის ტოპ ჩემპიონატის წარმომადგენელი კლუბის ინტერესთა სფეროშია, მათ შორის იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის გრანდის, ტურინის "იუვენტუსის", თუმცა ყველაზე რეალური მისი პრემიერ ლიგაში დაბრუნებული "ბარნლიში" გადაბარგებაა.

სხვა სტატიები