Belive

გიორგი მამარდაშვილის შეფასება მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის FA თასის 1/4-ფინალში ლივერპული მანჩესტერ სიტისთან სტუმრად 4:0 დამარცხდა. შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა ერლინგ ჰოლანდმა, ხოლო ერთი გოლიც ანტუან სემენიომ გაიტანა.

გიორგი მამარდაშვილმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და სრულად ითამაშა, ქართველს სულ 3 სეივი ჰქონდა, ბურთს 32-ჯერ შეეხო, 20 გადაცემა გააკეთა და 10 ზუსტი იყო (50%).

გიორგი მამარდაშვილის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:

  • Sofascore - 6.0

  • Flashscore - 6.0

ლივერპული FA თასის გათამაშებას გამოეთიშა, პრემიერ ლიგის ცხრილში კი მერსისაიდული გუნდი 49 ქულით მე-5 პოზიციაზეა (14 მოგება, 7 ფრე, 10 მარცხი). მომდევნო შეხვედრას გიორგი მამარდაშვილის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 8 აპრილს ჩატარდება.

სხვა სტატიები