გიორგი მამარდაშვილის აგენტი ვალენსიაში ჩაფრინდა
ჟურნალისტი ჰექტორ გომესი, ვალენსიის აეროპორტში გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს. კადრებში ჩანს, რომ გიორგი მამარდაშვილის აგენტი, ლევან სეთურიძე, კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების გამართვის მიზნით, ახლახან ჩაფრინდა ვალენსიაში,
საუბარი ქართველი მეკარის "ლივერპულში" შესაძლო ტრანსფერს უნდა შეეხოს. გომესის ინფორმაციით, ჯერ ვალენსიელები ვერ აღწევენ იმას, რასაც ითხოვენ. მათ ქართველში 40 მილიონი ევრო და პლუს ბონუსები სურთ.
🛬 Levan Seturidze, agente de Giorgi Mamardashvili, acaba de aterrizar en Valencia para negociar con el @valenciacf la salida del portero al @LFC
— Héctor Gómez (@Generaldepie_) August 13, 2024
💰 De momento los ingleses no alcanzan lo que pide Lim, que quiere 40M€ garantizados entre fijo y bonus
🎥 @SalvaGomis97 pic.twitter.com/tJEajSXBk8
დიდი ხანია საუბრობენ, რომ ლივერპულს გიორგის შეძენა და 1 წლით განათხოვრება უნდა. მომავალი სეზონიდან, ალისონ ბეკერი საუდის არაბეთს მიაშურებს, ლივერპული კი, ბრაზილიელის წასვლის შემდეგ, ქართველს პირველ მეკარედ განიხილავს.