Belive

დარვინ ნუნიესი მომავალი სეზონიდან შესაძლოა ლა ლიგაში ან საუდის არაბეთში ვიხილოთ

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლივერპულის" ურუგვაელი თავდამსხმელის დარვინ ნუნიესის მიმართ ინტერესს ესპანური "ატლეტიკო მადრიდი" და საუდის არაბეთის კლუბი "ალ-ნასრი" იჩენენ. ბრიტანული გამოცემის GiveMeSport-ის სპორტული ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით დეტალებს აქვეყნებს. მადრიდული კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ მზადაა, რომ 35-40 მილიონი ევრო გადაიხადოს, მაგრამ წყაროს ცნობით "ალ-ნასრის" ინტერესი "ატლეტიკოსთვის" საქმეს გაართულებს.

ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლივერპული" ყველა შეთავაზებას განიხილავს, რადგან ისინი ალექსანდრ ისაკის გადაბირებაზე მუშაობენ და ზაფხულში მათი მთავარი მიზანი სწორედ შვედი ფეხბურთელის ყიდვაა.

დარვინ ნუნიესის გარდა, სხვადასხვა წყაროს ცნობით დასტურდება, რომ "ლივერპულს" ლუის დიასი დატოვებს, ასევე მომავალი სეზონიდან დიდი შანსია გუნდში ვერ ვიხილოთ დიოგო ჟოტაც, მოჰამედ სალაჰის მომავალიც გაურკვეველია, რადგან მას კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება.

სხვა სტატიები