Belive

გიორგი მამარდაშვილი ზამორას პრიზისთვის ბრძოლაში ლიდერობს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგაში საუკეთესო მეკარის პრიზის მოსაპოვებლად ბრძოლაში დაწინაურდა. "ვალენსიას" გოლკიპერი ზამორას პრიზის რეიტინგში იმ 24 მეკარეს შორის, რომელმაც მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში ითამაშეს, პირველ პოზიციას იკავებს.
20 წლის ქართველმა ტალანტმა ლა ლიგაში მიჯრით 4 შეხვედრა ჩაატარა, 2 გოლი გაუშვა და აღნიშნული პრიზისთვის ბრძოლაში 0.50 კოეფიციენტი აქვს. "ვალენსიაზე" ცოტა გოლი ამ სეზონში მხოლოდ ორ გუნდს, ბილბაოს "ატლეტიკს" და "სევილიას" აქვს გაშვებული (1). იმისთვის, რომ მეკარემ სეზონის ბოლოს აღნიშნული ჯილდო მოიპოვოს, აუცილებელი პირობაა, რომ სულ მცირე 28 მატჩი ჩაატაროს და თითოეულ მათგანში მინიმუმ 60 წუთი ჰქონდეს ნათამაშები. ლეგენდარული ესპანელი მეკარის სახელობის პრიზი, რომელიც გოლკიპერებს 1929 წლიდან გადაეცემათ, ყველაზე მეტჯერ ისეთ მეკარეებს მოუგიათ, როგორებიც ვიქტორ ვალდესი (5), იან ობლაკი (5), ანტონი რამალეტსი (5), სანტიაგო კანისარესი (4) და სხვები არიან. 4 ტურის შემდეგ, "ღამურები" ლა ლიგაში 3 მოგებით და 1 ფრით 10 ქულას ფლობენ და მადრიდის "რეალთან" და "ატლეტიკოსთან" ერთად პირველ პოზიციას იკავებენ. შემდეგ ტურში გიორგი მამარდაშვილის გუნდი 19 სექტემბერს, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ.

სხვა სტატიები