Belive

FOOTBALLTRANSFERS: "ჩელსი და მანჩესტერი მამარდაშვილს ვერ იყოფენ..."

4 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სატრანსფერო მედია გამოცემა "footballtransfers.com"-ის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე პრემიერ ლიგის გრანდები: "ჩელში" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ნადირობენ.

გამოცემის თანახმად, ამ კლუბებმა გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე ნადირობა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყეს, სადაც ქართველმა მეკარემ ყველანაირი რეკორდი დააფიქსირა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე, ევროპის ჩემპიონატის სეივებით ისტორიაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. გარდა ამისა, იგი აშკარა გამორჩეული მეკარეა EURO2024-ზე.

ამჟამად ინგლისში გადასვლა ქართველი მეკარისთვის ყველაზე სავარაუდო სცენარია. თუმცა, "პსჟ" და "ბაიერნი" ასევე დაინტერესებულნი არიან ქართველი ფეხბურთელით.

"ჩელსის" ამჟამად 2 მეკარე - ჯორჯე პეტროვიჩი და რობერტ სანჩესი ჰყავს, ხოლო ანდრე ონანა არის უდავო პირველი ნომერი "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში, რომელშიც მანჩესტერელებმა გასულ სეზონში 50.2 მილიონი ევრო გადაიხადეს.

მამარდაშვილს ვალენსიასთან არსებული კონტრაქტის დასრულებამდე სამი წელი აქვს დარჩენილი და მისი სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონი ევროა, თუმცა ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მისი სატრანსფერო ღირებულება კიდევ უფრო გაიზრდება.

გიორგიმ ტურნირი 29 სეივით დაასრულა, რაც ევრო 2024-ზე საუკეთესო მაჩვენებელია. მამარდა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია, რომლის დამატებაზეც დიდი კლუბები ფიქრობენ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ვალენსია" მის შენარჩუნებას შეძლებს.

სხვა სტატიები