გიორგი მამარდაშვილი ტურის საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა | Sofascore
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მეორე სათამაშო დღე დამთავრდა, სადაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩეხეთთან ფრედ - 1:1 ითამაშა. საოცარი შეხვედრა ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა, რომელსაც 11 სეივი ჰქონდა და რა თქმა უნდა სიმბოლურ გუნდში მოხვდა ყველაზე მაღალი შეფასებით - 9.8.
Sofascore-ს მიერ შედგენილი თერთმეტეული სრულად ასე გამოიყურება:
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი
მცველები: ვილი ორბანი, ანტონიო რუდიგერი, იოზუა კიმიხი, მარკ კუკურელია
ნახევარმცველები: ილქაი გიუნდოგანი, ფაბიან რუისი, ადრიენ რაბიო, კევინ დე ბრუინე, ბერნარდუ სილვა
თავდამსხმელი: ანდრეი კრამარიჩი