Belive

"გიორგი მამარდაშვილმა კარგი თამაში ჩაატარა" - არნე სლოტი

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ლიგის თასზე გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულის მაისურით პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. მერსისაიდულმა გუნდმა საუთჰემპტონი 2:1 დაამარცხა.

ქართველმა მეკარემ თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. მამარდამ სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით ასეთი შეფასება დაიმსახურა: Sofascore: 7.0, Whoscored: 6.9, Flashscore: 6.9. გიორგი მამარდაშვილს 2 სეივი ჰქონდა, ბურთს 33-ჯერ შეეხო და 17-დან 13 ზუსტი გადაცემა გააკეთა.

მატჩის შემდეგ ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა კომენტარი გააკეთა და ქართველი მეკარის კარგ თამაშსაც გაუსვა ხაზი:

ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი არ იყო, ძალიან ბევრი ისეთი ფეხბურთელი თამაშობდა, რომელსაც დიდი ხანი არ უთამაშია, მაგრამ უნდა დავინახოთ დადებითი მხარეებიც. გიორგი მამარდაშვილმა კარგი თამაში ჩაატარა, ფედერიკო კიეზამ და ლეონიმაც კარგად იასპარეზეს. პირველი გოლი ალექსანდრ ისაკმა გაიტანა, მეორე კი უგო ეკიტიკემ. - არნე სლოტი - ლივერპულის მთავარი მწვრთნელი

ლივერპული მომდევნო შეხვედრას პრემიერ ლიგის ეგიდით გამართავს, მერსისაიდელები მატჩს 27 სექტემბერს, კრისტალ პალასის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

სხვა სტატიები