გიორგი მამარდაშვილი Sofascore-ის ვერსიით ლა ლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ვებგვერდ Sofascore.com-ის ვერსიით, ,,ვალენსიას'' მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 35-ე ტურის სიმბოლურ თერთმეტეულში მოხვდა.
ქართველმა მეკარემ ,,რეალთან'' მოგებულ შეხვედრაში მეტოქის დარტყმა ხუთჯერ მოიგერია, მათ შორის სამი კი ურთულესი იყო. გიორგი ლა ლიგის ვერსიით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
მამარდაშვილმა Sofascore-სგან 8,2-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.
სიმბოლურ თერთმეტეულში ,,ვალენსიას'' მეკარეზე მაღალი შეფასება მხოლოდ ორ ფეხბურთელს - ნიკოლას ჯექსონს (8,4) და ლაზაროს (8,8) აქვთ.
35 ტურის შემდეგ, ,,ვალენსია” 40 ქულით სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიციაზეა. ბარახას გუნდი მომავალ შეხვედრას 25 მაისს, ,,მალიორკასთან” სტუმრად გამართავს.