Belive

დიეგო ლუგანო: "ნეიმარი ერთადერთი ბრაზილიელია, ვის წინააღმდეგ თამაშიც ყველას ეშინოდა"

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ურუგვაის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და კაპიტანმა - დიეგო ლუგანომ, ბრაზილიელი ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ პერიოდში, როდესაც იგი ურუგვაის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა, არავინ არ შეხვედრია ისეთი საშიში ფეხბურთელი, როგორიც ნიემარია.

"ურუგვაის ეროვნულ ნაკრებში 2003 წლიდან 2014 წლის ჩათვლით ვთამაშობდი, რა პერიოდშიც, ფეხბურთის არაერთ ვარსკვლავთან მითამაშია, თუმცა არავინ ისეთი საშიში და მაგარი არ ყოფილა, როგორიც ნეიმარი იყო.

ნეიმარი ერთადერთია, ვინც ბრაზილიის ნაკრებთან შეხვედრის სურვილს გვიკარგავდა. ის იმ პერიოდში წარმოუდგენლად თამაშობდა - კარგად მახსოვს, გასახდელში მე, ფორლანი, სუარესი და კავანი ვსაუბრობდით და გეგმებს ვადგენდით, თუ როგორ გაგვეჩერებინა ნეიმარი და ხშირად იმაზეც ვხუმრობდით ხოლმე, რომ თუ ვერ გავაჩერებდით, მაგრად მოგვეჩეხა..." - დიეგო გულანო

დიეგო ლუგანო წლების განმავლობაში: "ნაციონალში"; "მალაგაში"; "ვესტ ბრომვიჩში"; "პსჟში"; "საო პაოლოში" და "ფენერბაჰჩეში" თამაშობდა.

ლუგანო ურუგვაის ეროვნულ ნაკრებში 2003 წლიდან 2012 წლის ჩათვლით თამაშობდა, რა პერიოდშიც 95 მატჩი ჩაატარა.

სხვა სტატიები