Belive

გიორგი მამარდაშვილი: "მადლობა გულშემატკივარს, ბედნიერი ვარ ნაკრებში დებიუტით"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ერთა ლიგის C-დივიზიონის C-ჯგუფის მესამე შეხვედრა, საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. “ჯვაროსნები” ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრნენ და სკოპიეში გამართულ შეხვედრაში, მეტოქე პრაქტიკულად ყველა კომპონენტში დაჩაგრეს. ჩრდილოეთ მაკედონია საკუთარ მოედანზე, საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ 0:3 დამარცხდა და შეიძლება ითქვას, რომ 2 წლის წინ განცდილი მარცხის გამო, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა რევანში აიღო. მასპინძელთა კარი ბუდუ ზივზივაძემ, ხვიჩა კვარაცხელიამ და ოთარ კიტეიშვილმა აიღეს. ოფიციალურ შეხვედრაში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების რიგებში პირველად იასპარეზა გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც 4 ბურთის მოგერიება და კარის მშრალად შენახვა შეძლო. მატჩის დასრულების შემდეგ, გიორგი მამარდაშვილმა გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ბულგარეთის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში, ფანები საქართველოს ნაკრებს კვლავ აქტიურად გაამხნევებენ.  

სხვა სტატიები