რუბენ ბარახა: "ჰიპოთეზებზე ვერ ვისაუბრებ, მამარდაშვილი სელტასთან მატჩისთვის ემზადება"
4 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
"ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ბარახამ, გუნდის მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, გიორგი მამარდაშვილის "ლივერპულში" გადასვლის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
"ბარსელონასთან" მატჩის შემდეგ არაფერი შეცვლილა: გიორგი მამარდაშვილი დასახულ ამოცანასა და "სელტასთან" მატჩზეა კონცენტრირებული. ჰიპოთეტურ მოსაზრებებზე ვერ ვისაუბრებ.
ის ფაქტი, რომ სატრანსფერო ბაზარი ჯერ ისევ ღიაა, ჟურნალისტებს გაძლევთ შესაძლებლობას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვა დამისვათ. ამ დროს მხოლოდ "სელტასთან" მატჩზე უნდა ვიფიქროთ.
ხოსე მანუელ ოჩოტორენამ (მეკარეების მწვრთნელი) ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩვენი მეკარეების განვითარებაზე, მათ შორის გიორგი მამარდაშვილის. ის ძალიან დიდი პროფესიონალია და "ვალენსიასადმი" ერთგულებას გამოხატავს.
გიორგი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომელმაც წინა სეზონში მიზნების მიღწევაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. თუ ის ჩვენთან დარჩება, კარგი ამბავი იქნება, რადგან კარის უსაფრთხოება ასეთ დროს საიმედო ხელშია", - ამბობს "ვალენსიას" მთავარი მწვრთნელი.
გიორგი მამარდაშვილმა "ვალენსიასთან" ერთად 2024/25 წლების სეზონი უკვე დაიწყო და ლა ლიგის გახსნით ტურში "ბარსელონასთან" (1:2) ითამაშა. შემდეგი მატჩი "ვალენსიამ" ვიგოს "სელტასთან" სტუმრად, 23 აგვისტოს უნდა გამართოს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.