ესპანეთის ჩემპიონატის 2021/22 წლების სეზონის პირველი ტური დასრულდა. ათივე შეხვედრის გამართვის შემდეგ, სათამაშო კვირის საუკეთესო მოთამაშეები გამოვლინდნენ.
მეკარის პოზიციაზე, საუკეთესოდ საქართველოს ნაკრების 20 წლის გოლკიპერი, გიორგი მამარდაშვილი დასახელდა, რომელმაც "ხეტაფესთან" - 1:0 მოგებულ შეხვედრაში ბურთი 4-ჯერ მოიგერია, მესამე დამატებულ წუთზე "ვალენსია" გოლის გაშვებას გადაარჩინა და მოედანზე მყოფ ფეხბურთელებს შორის, ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მაღალი - 8.1 შეფასება დაიმსახურა.
ავტორიტეტული ევროპული სტატისტიკური გამოცემების Whoscored-ისა და Sofascore-ის ვერსიით, მის ოც კოლეგას შორის ქართველ ფეხბურთელს ყველაზე მაღალი შეფასება აქვს, მასთან ყველაზე ახლოს კი "სევილიას" ახალწვეული სერბი მეკარე, მ,არკოდმიტროვიჩი იყო, რომელმაც 7.3 კოეფიციენტი დაიმსახურა.
ასევე, Silk Sport-ის ჟურნალისტის, ტატო ბაციკაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლა ლიგის ოფიციალურმა არხმა ტურის საუკეთესო მეკარედ სწორედ გიორგი მამარდაშვილი დაასახელა.
ლა ლიგის შემდეგ ტურში, 21 აგვისტოს, "ვალენსია" "გარანდას" დაუპირისპირდება.