Belive

გიორგი მამარდაშვილი და მარიო ბალოტელი თანაგუნდელები ხდებიან

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანური მედიის ინფორმაციით, იტალიის ნაკრების აწ უკვე ყოფილი ფორვარდი, მარიო ბალოტელი შესაძლოა ესპანეთში, კონკრეტულად კი "ვალენსიაში გადავიდეს. 31 წლის თავდამსხმელის დამატება "ღამურების" ახალ იტალიელ მთავარ მწვრთნელს, ჯენარო გატუზოს სურს, რის შესახებაც ესპანურ მედიაში აქტიურად საუბრობენ. ​იმ ფაქტს, რომ საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი და ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და სკანდალურ-ეპატაჟური საფეხბურთო ფიგურა თანაგუნდელები გახდნენ, ამ უკანასკნელის სოციალური ქსელიც ადასტურებს, სადაც იგი შემდეგ ფოტოს აქვეყნებს:
2021/22 წლების სეზონი ბალოტელიმ თურქეთის სუპერ ლიგის ბინადარ "ადანა-დემირსპორში" გაატარა, სადაც 33 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა, 6 საგოლე პასი გააკეთა და თურქეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში 18 გოლით მეორე პოზიცია დაიკავა.  

სხვა სტატიები