გიორგი მამარდაშვილი: "ბაიერნი?! - არა, მათ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე ჰყავთ..."
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში თავისთვის პირველ ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავად იასპარეზა, ჩვენი ნაკრები ჯგუფიდან გავიდა და 1/8-ფინალში უძლიერეს ესპანეთის ნაკრებთან 4:1 დამარცხდა, მაგრამ ამის მიუხედავად ქართველ ფეხბურთელებს ძალიან კარგი ტურნირი გამოუვიდათ და ამას სტატისტიკებიც მოწმობს. ნაკრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი ტურნირს ყველაზე მეტი 30 მოგერიებული ბურთით დაემშვიდობა,
მატჩის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთმა გერმანელმა ჟურნალისტმა მას "ბაიერნში" შესაძლო გადასვლის შესახებ ჰკითხა, რაზეც მამარდაშვილმა შემდეგი პასუხი გასცა.
"ბაიერნს ჯერ კიდევ ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო მეკარე. ნოიერი უკვე ბევრი წელია ამტკიცებს, რომ საუკეთესოა.
ჩემთვის, იქ გადასვლა ამ ეტაპისთვის შეუძლებელია. მე წავალ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი ნომერი ვიქნები, სკამზე ჯდომას არსად ვაპირებ..." - გიორგი მამარდაშვილი
გიორგი მამარდაშვილს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სატრანსფერო ღირებულება სავარაუდოდ კიდევ მოემატება. ამჟამად იგი €35 მილიონ ევროდ ფასდება და "ვალენსიასთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, თუმცა დიდია ალბათობა, რომ ფინანსური პრობლემების გამო, "ღამურებმა" ქართველი მეკარე გაყიდონ, თან საკმაოდ კარგ თანხად.
როგორც ცნობილი ხდება, გიორგი მამარდაშვილისთვის დიდი საფეხბურთო გრანდები ნადირობენ.