Belive

ვულვზმა პრემიერ ლიგის ისტორიაში უნიკალური ანტი-რეკორდი დააფიქსირა

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის პრემიერ ლიგის 33-ე ტურის მატჩში კრისტალ პალასსა და ვესტ ჰემს შორის გამართულ შეხვედრაში უგოლო ფრის (0:0) დაფიქსირების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ვულვზი შემდეგ სეზონში ჩემპიონშიფში ითამაშებს.

"მგლები" პრემიერ ლიგაში 2018 წლის შემდეგ თამაშობენ, ახლა კი გამოსვლას ჩემპიონშიფში გააგრძელებენ. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, რობ ედვარდსის გუნდმა უნიკალური ანრტი-რეკორდი დააფიქსირა.

საქმე ისაა, რომ ვულვზი ერთადერთი გუნდია პრემიერ ლიგის ისტორიაში, რომელმაც სეზონის ყველა დღე, საწყისი ტურიდან დასკვნითამდე გასავარდნ ზონაში გაატარა. ჯამურად, ეს შედეგი 282 დღეს უდრის. აქამდე, ამ მხრივ ყველაზე სუსტი შედეგი თავად ვულვზს, 1964/65 წლების სეზონში ეკუთვნოდა, როცა მათ გასავარდნ ზონაში 250 დღე გაატარეს. ასე რომ, ვულვზმა საკუთარი ანტი-რეკორდი "გააუმჯობესა".

სხვა სტატიები