Belive

გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის საუკეთესო თერთმეტეულში მოსახვედრად იბრძვის

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფეხბურთის გულშემატკივრებს ფიფას ვებგვერდზე ხმის მიცემით 2024 წლის საუკეთესო თერთმეტეულის შედგენა შეუძლიათ.

მეკარეებს შორის 11 ნომინანტს შორისაა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ვალენსიას'' მეკარე გიორგი მამარდაშვილი.

მამარდას კონკურენტები ედერსონი (ლივერპული), ანდრეი ლუნინი (რეალი), მაიკ მენიო (მილანი), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა), დავიდ რაია (არსენალი), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), უნაი სიმონი (ატლეტიკი), იასინ ბონო (ალ ჰილალი), იან ზომერი (ინტერი) და რონვენ უილიამსი (მამელოდი სანდაუნსი) არიან.

გასული წლის საუკეთესო თერთმეტეული, რომელიც 3 იანვარს გამოვლინდა, ასე გამოიყურება:

მეკარე - ტიბო კურტუა

მცველები - ჯონ სტოუნსი, რუბენ დიაში, კაილ უოკერი

ნახევარმცველები - ჯუდ ბელინგემი, ბერნარდუ სილვა, კევინ დე ბრუინე

თავდამსხმელები - ლეო მესი, ვინისიუს ჟუნიორი, ერლინგ ჰოლანდი, კილიან მბაპე

სხვა სტატიები