ვალენსიას ზედიზედ 9-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა
ლა ლიგის 34-ე ტურში "ლას პალმასმა" "ვალენსიას" უმასპინძლა და შეხვედრა 2:3 დათმო. სეზონის პირველ ნახევარში ვალენსია მეორე ლიგაში გავარდნის კანდიდატად ითვლებოდა, თუმცა უკვე 2 თვეზე მეტია, კარლოს კორბერანის გუნდი შეხვედრას აღარ აგებს და 9-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა.
ანგარიში სტუმრებმა უგო დუროს გოლით, 22-ე წუთზე გახსნეს. სანდრო რამირესმა წონასწორობა პენალტის ნიშნულიდან, პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე აღადგინა. მამარდაშვილმა ესპანელს კუთხე ვერ გამოუცნო.
მეორე ტაიმში დურომ დუბლი შეასრულა, ერთი გოლი კი მასპინძლებმა საკუთარ კარში ჩაჭრეს. 83-ე წუთზე ოლივერ მაკბარნის მიერ ვალენსიას კარში გატანილი გოლი ბოლო იყო შეხვედრაში და 'ღამურებმაც' 3 ქულა ჩაიწერეს.
ქართველ მეკარეს მხოლოდ 1 სეივი ჰქონდა, მისი შეფასება 6.2-დან 6.5-დეა.
ვალენსია მე-12 ადგილზეა და მომდევნო ტურში "ხეტაფეს" უმასპინძლებს.
#LasPalmasValencia
— Valencia CF (@valenciacf) May 3, 2025
⚽ 2-3 | ¡FINAAAAAAAAAAAL DEL PARTIDO!
Gran victoria peleando hasta el último minuto. AMUNT!#ADNVCF pic.twitter.com/ltieJOrfYK