გიორგი კვერნაძის შეფასება კომოს წინააღმდეგ
იტალიის სერია A-ს მე-5 ტურის შეხვედრაში ფროზინონემ კომო 2:0 დაამარცხა. პირველი გოლი მე-14 წუთზე ჯაკომო კალომ გაიტანა, ხოლო ორამდე სხვაობა 45+3 წუთზე გაზარდა გიორგი კვერნაძემ.
ქართველმა ფეხბურთელმა თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მე-80 წუთზე შეცვალეს, როგორც უკვე გითხარით ერთი გოლი გიორგიმ გაიტანა და უდიდესი წვლილი შეიტანა თავისი გუნდის გამარჯვებაში. კვერნაძემ 15 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 6-ში გაიმარჯვა, ბურთს 35-ჯერ შეეხო, 4-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და 3 წარმატებული გამოდგა, 13 გადაცემიდან 11 ზუსტი გამოდგა (85%), ერთხელ კარში დაარტყა და გოლი გაიტანა, 2-ჯერ დაუბლოკეს, ხოლო ერთხელ დარტყმული კარის ჩარჩოს აცდა.
გიორგი კვერნაძეს ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება ჰქონდა, მასზე მაღალი შეფასება მხოლოდ ფროზინონეს მეკარეს ლორენცო პალმისანის ჰქონდა.
ქართველის შეფასება კომოს წინააღმდეგ:
Flashscore: 8.0
Sofascore: 8.5
Whoscored: 7.7
Giornata magica allo Stirpe 🪄
— Lega Serie A (@SerieA) September 20, 2026
Il Frosinone supera il Como ⚽⚽
️#FrosinoneComo #SerieAEnilive pic.twitter.com/ZPG1oaG05e
ფროზინონე სერია A-ს ცხრილში 10 ქულით მე-5 პოზიციაზეა (3 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 10 ოქტომბერს ნაპოლის წინააღმდეგ გამართავს.
გიორგი კვერნაძეს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს.