Belive

ოფიციალურად: გიორგი კვერნაძის სატრანსფერო ღირებულება გაორმაგდა

9 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფროზინონეს ფეხბურთელის გიორგი კვერნაძის სატრანსფერო ღირებულება ოფიციალურად გაორმაგდა.

Transfermarkt-ის მონაცემებით 23 წლის ქართველის შემტევის ღირებულებამ დღეს 8 მილიონ ევროს მიაღწია, აქამდე მისი ფასი 4 მილიონ ევროს შეადგენდა, რომელიც მისი კარიერის მაქსიმუმი იყო, თავის მხრივ 8 მილიონიც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გიორგი კვერნაძის სატრანსფერო ღირებულება | Transfermarkt

გიორგი კვერნაძე ახალ სეზონს შესანიშნავად იწყებს, მას ყველა ტურნირის ეგიდით 6 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა - იტალიის სერია A-ში 3 გოლი 1 ასისტი, ხოლო თასზე 2 გოლი, 1 ასისტი.

სხვა სტატიები