Belive

"გიორგი ინტელექტუალური მოთამაშეა" - უოტფორდის მწვრთნელი

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევრო 2024-ზე გიორგი ჩაკვეტაძის ასპარეზობას "უოტფორდის" გულშემატკივრებიც აქტიურად აკვირდებოდნენ, ისინი ქართველის გამოჩენას ახალი სეზონისთვის ელოდებიან.

გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ "უოტფორდის" მთავარმა მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ ისაუბრა:

გიორგი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დიდი პოზიტივია. ის საუკეთესო ფორმაში დაბრუნდა, მას გასული სეზონის ბოლოს საზარდულის ტრავმა აწუხებდა, შემდეგ კი ევროზე წავიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ნამდვილად არასდროს მინახავს გიორგი საუკეთესო მხარე, მაგრამ ბოლო კვირა ან 10 დღე მისით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან მან თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა.

ის შეიძლება იყოს ჩვენთვის უზარმაზარი პოზიტივი, ის ინტელექტუალური მოთამაშეა, კარგად არჩევს პოზიციას, სივრცეს კარგად ითვისებს და ბურთს კარგად ფლობს. ჩვენი როგორც პერსონალის სამუშაოა ახლა მის თამაშს გოლები და საგოლე გადაცემები დავუმატოთ.

ის ნამდვილად ხვდება იმას, რომ ბევრი ჩვენი კარგი თამაში მისი დამსახურებაა. ის დიდ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ გოლები და საგოლე გადაცემები გააკეთოს და გიორგი ჰგავს ადამიანს, რომელსაც დიდი მოტივაცია აქვს და შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლია.

ჩვენი 10 ნომრები გადამწყვეტია, გვსურს, რომ ისინი სრულად აკონტროლებდნენ ნახევარდაცვის ხაზებს. ვფიქრობ გიორგი და ტომ ინსი ორი ინტელექტუალური მოთამაშეა, რომლებსაც ამ როლის კარგად შესრულება შეუძლიათ. - ტომ კლევერლი - "უოტფორდის" მთავარი მწვრთნელი

გიორგი ჩაკვეტაძემ ევრო 2024-ის შემდეგ "უოტფორდში" ვარჯიშები განაახლა და ამხანაგურ შეხვედრაში "უიკომბის" წინააღმდეგაც ითამაშა, სადაც გოლის გატანაც მოახერხა.

"უოტფორდი" კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას, დღეს, "ბრენტფორდის" წინააღმდეგ გამართავს. ხოლო 10 აგვისტოს ჩემპიონშიპის სეზონს დაიწყებს, სადაც "მილუოლს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები