გიორგი ჩაკვეტაძის ასისტი | უოტფორდმა შეფილდ უენსდეი გაანადგურა
ჩემპიონშიპის მე-13 ტურში "შეფილდ უენსდეიმ" "უოტფორდს" უმასპინძლა და 2:6 განადგურდა. მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო გიორგი ჩაკვეტაძემ და შეუცვლელად ითამაშა. ქართველმა ამ შეხვედრაში საგოლე გადაცემა მიითვალა.
ანგარიში სტუმრებმა 29-ე წუთზე გახსნეს, თავი პორტეუსმა გამოიჩინა, ზუსტად 5 წუთში ანგარიში სმიტმა გაათანაბრა და პირველი ტაიმიც ფრედ 1:1 დასრულდა. მეორე ტაიმიდან უოტფორდი უდიდეს უპირატესობას დაეუფლა და წინ გასვლა 52-ე წუთზე შეძლო - პენალტი ზუსტად ტომ ინსმა შეასრულა. ამ მომენტიდან მოედანზე ისუფ ბაიოს ბენეფისი დაიწყო, კოტ დ'იუვარელმა ფეხბურთელმა მასპინძლებს 4 გოლი გაუტანა, საიდანაც ერთი ჩაკვეტაძემ გაატანინა, მასპინძლებმა მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს და მატჩი 2:6 დასრულდა.
გიორგი ჩაკვეტაძემ whoscored-გან 7.6 ქულა დაიმსახურა, sofascore-სგან კი 7.4 - მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, პოკერის შემსრულებელი ბაიო გახდა, რომელმაც მაქსიმალური შეფასება მიიღო (10).
უოტფორდი 22 ქულით ცხრილის მე-5 პოზიციას იკავებს, გიორგის გუნდი მომავალ შეხვედრას "სუონსის" წინააღმდეგ, სტუმრად ჩაატარებს.