Belive

"გიორგი გრძელვადიან პერსპექტივაშიც კარგად ითამაშებს" - მარსელინო

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვალ, ესპანეთის ლა ლიგის მე-15 ტურის შეხვედრაში ვილიარეალი ხეტაფეს უმასპინძლებს, მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

ვილიარეალის მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინომ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა, მას გიორგი მიქაუტაძის შესახებ კითხვა დაუსვეს და ასეთი რამ უპასუხა:

რაც შეეხება მიქაუტაძეს, მე ყოველთვის მიყვარს წინდახედულობა და მოთმინება. აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ მოთმინება გამოვიჩინოთ ისეთი ფეხბურთელების მიმართ, რომლებიც, ჩვენი აზრით ძალიან მაღალი ხარისხის არიან. მას ჰქონდა პრობლემა, რის გამოც მანამდე ნაჩვენები სტაბილურობის შენარჩუნება გაუჭირდა.

ვფიქრობ, ახლა ის ძალიან კარგად თამაშობს და შესანიშნავ კონდიციებშია, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ის გრძელვადიან პერსპექტივაშიც კარგად ითამაშებს, ამ ფეხბურთელის შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება. ჩვენ უბრალოდ გვჭირდება მოთმინების გამოჩენა და მას აუცილებლად მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა მისი საუკეთესო ვერსია ვიხილოთ.

ის აქამდე ბევრ ისეთ მომენტში დაგვეხმარა, რომელიც ჩემი აზრით გადამწყვეტი იყო და დარწმუნებული ვარ მომდევნო თამაშებშიც იგივეს გააკეთებს. - მარსელინო გარსია ტორალი - ვილიარეალის მთავარი მწვრთნელი

ვილიარეალი ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 32 ქულით მე-3 პოზიციაზეა (10 მოგება, 2 ფრე, 2 მარცხი). მათი მომდევნო მეტოქე როგორც უკვე აღვნიშნეთ ხეტაფე იქნება.

გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირის 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი/2 საგოლე გადაცემა უფიქსირდება.

სხვა სტატიები