Belive

გიორგი გოჩოლეიშვილი უკრაინის პრემიერ ლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი გოჩოლეიშვილი უკრაინის პრემიერ ლიგის მე-16 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

"შახტარმა" "მეტალისტ 1925" 2:0 დაამარცხა და აღნიშნული მატჩიდან გიორგი გოჩოლეიშვილი გამოარჩიეს, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა და საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა, ასევე სრულად ითამაშა მატჩი ირაკლი აზაროვმაც.

ქართველი ფეხბურთელის გარდა "შახტარიდან" სიმბოლურში კიდევ მოხვდნენ მიკოლა მატვიიენკო და არტიომ ბონდარენკო.

გიორგი გოჩოლეიშვილის ანგარიშზე უკრაინის პრემიერ ლიგაში 2 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები