შახტარმა გოჩოლეიშვილს დაბადების დღე მიულოცა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და "შახტარის" ფლანგის მცველი - გიორგი გოჩოლეიშვილი 23 წლის გახდა. "შახტარის" წარმომადგენლებმა გუნდური სადილის დროს, გოჩოლეიშვილს დაბადების დღე მიულოცეს.
მისალოცი ვიდეო უკრაინული საფეხბურთო კლუბის Twitter-ზე განთავსდა. შეგახსენებთ, გიორგი გოჩოლეიშვილი "შახტარს" 2023 წელს შეუერთდა და მალევე ძირითადი გუნდის მნიშვნელოვან წევრად იქცა. გოჩოლეიშვილმა "შახტარის" მაისური 25 მატჩში მოირგო და 1 გოლის გატანაც შეძლო. საქართველოს ნაკრების მაისურით, გოჩოლეიშვლმა 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
🎂2️⃣3️⃣ З днем народження, Георгію! 🧡#Shakhtar pic.twitter.com/8POAp0iZx0
— ⚒FC SHAKHTAR DONETSK (@FCShakhtar) February 14, 2024