Belive

გიორგი გოჩოლეიშვილი კოპენჰაგენში ითამაშებს

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დონეცკის "შახტარისა" და საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი, მომავალ სეზონს დანიის "კოპენჰაგენში" გაატარებს. გავრცელებული ინფორმაციით, გარიგება ერთწლიან იჯარას ითვალისწინებს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებით.

ქართველ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია და კლუბებმაც ყველაფერი ერთმანეთში შეათანხმეს. ოფიციალური განცხადება მალე გავრცელდება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 23 წლის ფეხბურთელით გერმანული "ჰამბურგი" იყო დაინტერესებული. უკრაინულ კლუბში ეფიმ კონოპლიას არსებობისა და ვინისიუს ტობიასის იჯარიდან დაბრუნების გათვალისწინებით, გიორგის სათამაშო დრო დიდ ეჭვებს იწვევდა.

გიორგიმ, გასულ სეზონში, შახტარის შემადგენლობაში 24 მატჩში სამი საგოლე გადაცემა მიითვალა. 23 წლის მცველმა საქართველოს ნაკრებში რვა მატჩი ჩაატარა და იყო გუნდის წევრი ევროპის ჩემპიონატზე. გოჩოლეიშვილი შახტარში 2023 წლის იანვარში გადავიდა და ხელი ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა.

სხვა სტატიები