ქართველები ერთმანეთის წინააღმდეგ | კოპენჰაგენში ჰაიდენჰაიმმა მოიგო
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კონფერენს ლიგის "პლეი ინში" ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ. "კოპენჰაგენმა" საკუთარ მოედანზე "ჰაიდენჰაიმსს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
ძირითად შემადგენლობაში არც გიორგი გოჩოლეიშვილს დაუწყია და არც ბუდუ ზივზივაძეს. სტუმრებმა ქართველი მე-60 წუთზე შემოიყვანეს მოედანზე, გოჩოლეიშვილი კი კოპენჰაგენის მწვრთნელმა 78-ე წუთზე ჩართო თამაშში. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს ჯორდან ლარსონმა გახსნა და ადგილობრივი პუბლიკა გაახარა, თუმცა გერმანელებმა, მეორე ტაიმში, მატჩის დატრიალება შეძლეს.
59-ე წუთზე ანგარიში თომას კელერმა გაათანაბრა, 85-ეზე კი გამარჯვების გოლი ტიმ სიერსლებენმა შეაგდო და საკუთარ გუნდს სტუმრად მოაგებინა. გადამწყვეტი, გამეორებითი შეხვედრა ერთი კვირის შემდეგ, ამჯერად გერმანიაში გაიმართება.