Belive

ალისონმა იუვენტუსთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ალისონ ბეკერმა ტურინის იუვენტუსთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა.

ბრაზილიელი მეკარე, რომელიც ლივერპულში საქართველოს ნაკრების კარის დარაჯის, გიორგი მამარდაშვილის მთავარი კონკურენტია, ტურინულ გუნდთან კონტრაქტს სავარაუდოდ 2029 წლამდე გააფორმებს. შემდეგი ეტაპი თავად გუნდებს, ლივერპულსა და ტურინის იუვენტუსს შორის მოლაპარაკებაა.

ალისონს იტალიაში აქამდეც უთამაშია: 2016-დან 2018 წლამდე ის რომას კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. 33 წლის მეკარემ ლივერპულის შემადგენლობაში ორჯერ პრემიერ ლიგა, ორჯერ ინგლისის ლიგის თასი, თითო-თითო ჯერზე კი ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერ თასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ინგლისის ასოციაციის თასი მოიგო.

ამ სეზონში ალისონს მეტწილად ტრავმა აწუხებს, რის გამოც, გიორგი მამარდაშვილს ლივერპულის 18 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 4-ჯერ კარი მშრალად შენახული.

სხვა სტატიები