გიორგი ჩაკვეტაძის შეფასება ვენეციის წინააღმდეგ
2 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია A-ს მე-11 ტურის შეხვედრაში უდინეზე ვენეციასთან სტუმრად 2:1 დამარცხდა. პირველი გოლი 53-ე წუთზე ტომა ბაშიჩმა გაიტანა, 57-ე წუთზე მატიას მორენომ ავტოგოლით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ვენეცია წინ კიკე პერესის გოლით გავიდა.
გიორგი ჩაკვეტაძე შეხვედრაში 64-ე წუთზე ჩაერთო, ქართველი ფეხბურთელი ბურთს 19-ჯერ შეეხო, 13-დან 12 გადაცემა ზუსტად შეასრულა (92%), ერთხელ კი კარში ზუსტად დაარტყა.
გიორგი ჩაკვეტაძის შეფასება:
Sofascore: 6.4
Flashscore: 6.2
Whoscored: 6.2
#VeneziaUdinese 2-1
— Udinese Calcio (@Udinese_1896) November 6, 2026
Full time#ForzaUdinese #AleUdin pic.twitter.com/o2FHLWLMsF
უდინეზე სერია A-ს ცხრილში 5 ქულით ბოლო მე-20 პოზიციაზეა (1 მოგება, 2 ფრე, 8 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 22 ნოემბერს ბოლონიას წინააღმდეგ გამართავს.