ერთ-ერთი საუკეთესო ორივე გუნდში | გიორგი ჩაკვეტაძის შეფასება პარმასთან
3 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სერია A-ს მე-9 ტურის შეხვედრა პარმასა და უდინეზეს შორის ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.
სტუმართა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელმაც მოედანი 83-ე წუთზე ჩ
სხვადასხვა ვებგვერდმა ქართველი შემტევის თამაში ასე შეაფასა:
Sofascore - 7,2
Whoscored - 7,1
Flashscore - 7,5
გიორგიმ, რომელიც ბურთს სულ 63-ჯერ შეეხო, 49-დან 45 ზუსტი გადაცემა შეასრულა (92%) და 6-დან 2 დუელი მოიგო.
უდინეზე 5 ქულით სატურნირო ცხრილის მე-17 პოზიციაზეა. ჩაკვეტაძის გუნდი მომავალ შეხვედრას შაბათს, 31 ოქტომბერს, რომას წინააღმდეგ გამართავს.