Belive

"გიორგი ჩაკვეტაძეს პრემიერ ლიგის 3 გუნდი აკვირდება" - Football League World

3 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

"უოტფორდის" ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერით 3 პრემიერ ლიგის გუნდია დაინტერესებული, როგორც ბრიტანული გამოცემა Football League World წერს 25 წლის ფეხბურთელს "ევერტონი", "ლესტერი" და "ვულვზი" აკვირდება და მისი შეძენა იანვარშივე სურთ. ჩაკვემ თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა, რომელიც 2029 წლამდე დარჩენას ითვალისწინებს, რა თქმა უნდა ამ ხელშეკრულების დარღვევა შეიძლება, მაგრამ როგორც ადრე The Sun-მა გაავრცელა ინფორმაცია მისი გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ფუნტი იქნება.

ქართველი ფეხბურთელი შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ წყაროს ცნობით აღნიშნული თანხის გადახდისგან შესაძლოა გუნდებმა ჯერჯერობით თავი შეიკავონ, თუმცა მისდამი ინტერესი დღითი დღე იზრდება.

გიორგი ჩაკვეტაძის მოსვლამ შესაძლოა "ევერტონში" ყველაფერი შეცვალოს, რადგან მათ "ლიდსში" იჯარით გაშვებული ჰყავთ ჯეკ ჰარისონი, სადაც თავის დამკვიდრება ვერ შეძლო და შესაძლოა მისი დაბრუნების საკითხიც დადგეს დღის წესრიგში. "ევერტონს" ასევე სურს ვიქტორ ლინდელოფით გაძლიერება, ამიტომ გუნდში სერიოზული გეგმებია.

გიორგი ჩაკვეტაძე გახდა კლევერლის გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რომელმაც ამ სეზონში ჩემპიონშიპის 20-ვე მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და ადვილი მისახვედრია, თუ რატომ არის ის პრემიერ ლიგის კლუბების რადარზე.

ჩაკვეტაძე მეტოქე გუნდის კარის სიახლოვეს ყველაზე ნაყოფიერი მოთამაშეა, მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ მისმა დრიბლინგის უნარმა და კრეატიულობამ ის დივიზიონის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ აქცია. - Football League World

სამივე კლუბი პრემიერ ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის, საერთოდაც "ვულვზი" ამჟამად მწვრთნელის გარეშეა, თითოეული მათგანი კი გუნდის გაძლიერებას გეგმავს, რადგან უმაღლესი ჩემპიონატიდან გავარდნა თავიდან აიცილონ.

წყაროში წერია, რომ: გასაკვირი საერთოდ არ არის, რომ ჩაკვეტაძის მიმართ ამხელა ინტერესია, მაგრამ "უოტფორდში" ყველა იმედოვნებს, რომ მისი მაღალი ფასი პრემიერ ლიგის გუნდებს შეაფერხებს, რადგან ცხადია, თუ რამდენად გადამწყვეტი მოთამაშეა ის გუნდისთვის და სწორედ მასზე მყარდება ის იმედები, რომ "უოტფორდი" პრემიერ ლიგაში აღზევდეს. იანვარი ზოგადად ძალიან რთული თვეა ფეხბურთისთვის და ჩაკვეტაძის დაკარგვა და ადეკვატური შემცვლელის მოძებნა მინიმალურ დროში "უოტფორდისთვის" კატასტროფა იქნება, ამიტომ იმედია ამ რთულ სიტუაციას გუნდი გადალახავს.

გიორგი ჩაკვეტაძეს მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირზე 20 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები