Belive

"გიორგი ჩაკვეტაძემ მუხლზე დაზიანება მიიღო და დღეს არ ითამაშებს" - უოტფორდის მწვრთნელი

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონშიპის 35-ე ტურის მატჩში "მილუოლი" გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდს" უმასპინძლებს. შეხვედრა დღეს 19:00 საათზე გაიმართება.

შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს ქართველი ფეხბურთელი. როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელი ვალერიან ისმაელი ამბობს გიორგის მუხლის ტკივილი აწუხებს და დღევანდელ მატჩს გამოტოვებს.

მან (გიორგი ჩაკვეტაძემ) მუხლზე დაზიანება მიიღო და ტკივილს განიცდიდა, ამის გამო ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელი დაპირისპირება ("მილუოლთან") მას უნდა გამოეტოვებინა, რადგან არ გვსურს გარისკვა. - ვალერიან ისმაელი - "უოტფორდის" მთავარი მწვრთნელი

სხვა სტატიები