Belive

გიორგი ჩაკვეტაძის შეფასება ბირმინგემთან მატჩში

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონშიფის მე-18 ტურში ბირმინგემმა უოტფორდს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

მატჩში მე-60 წუთზე (როცა ანგარიში 2:0 იყო) ჩაერთო გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც Sofascore-სგან 6.8-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.

ქართველმა შემტევმა მოედანზე შესვლიდან 1 წუთში გოლშიც მიიღო მონაწილეობა - საგოლე პასის ავტორმა, მარკ ბოლამ ბურთი სწორედ მისგან მიიღო.

ჩაკვეტაძე ბურთს სულ 21-ჯერ შეეხო, 16-დან 14 ზუსტი გადაცემა (88%) გააკეთა და 3-დან 2 დუელი მოიგო.

6.5 ქულით შეაფასა გიორგის თამაში Whoscored-მა, 6.6-ით კი - Flashscore-მა.

18 ტურის შემდეგ, უოტფორდს 24 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-15 პოზიციაზეა. ჩაკვეტაძის გუნდი მომავალ შეხვედრას 6 დეკემბერს ნორვიჩის წინააღმდეგ გამართავს.

უოტფორდის გოლი:

სხვა სტატიები