უოტფორდის ახალი მწვრთნელი: "ამბიციურები ვიქნებით"
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უოტფორდის ახალმა მთვარმა მწვრთნელმა, ურუგვაელმა პაულო პეცოლანომ, დანიშვნის შემდეგი პერიოდი ფეხბურთელებისა და კლუბის ისტორიის შესწავლაში გაატარა, დღეს დილით კი დაბრუნებულ მოთამაშეებს პირველად შეხვდა. გიორგი ჩაკვეტაძემაც აღდგენითი პროცესი უოტფორდში დაიწყო და ახალი მწვრთნელიც გაიცნო.
როგორც ფეხბურთის გულშემატკივრისთვის, რომელსაც მრავალ სხვადასხვა ქვეყანაში თამაშისა და ვარჯიშის შესაძლებლობა მქონდა, ინგლისს ამ სპორტის სიმბოლოდ ვთვლი. უოტფორდი არის კლუბი, რომელსაც გულმხურვალე გულშემატკივრები ჰყავს და ეს ნამდვილად მაძლევს მოტივაციას. მოუთმენლად ველი სეზონის დაწყებას.
პირველი კვირა მთლიანად ტესტირებებს მიეძღვნება, მეორე კვირაში სრულად ჩავუღრმავდებით ფიზიკურ და ტაქტიკურ სამუშაოებს.
თავიდანვე მინდა ფეხბურთელებს გადავცე, რომ ამბიციურები უნდა ვიყოთ. მოედანზე ყველაფერი უნდა გაიღონ და გაიგონ, რომ ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ინდივიდებზე მაღლა დგას. - პაულო პეცოლანოს პირველი კომენტარი
ჩემპიონშიპის 2024-25 წლების სეზონი უტფორდმა მე-14 ადილზე დაასრულა, რაც გუნდისთვის წარუმატებლობად ჩაითვალა. სეზონის დასაწყისში, უოტფორდის გეგმებში პრემიერლიგაში დაწინაურება შედიოდა. გუნდმა ახალი მწვრთნელი ტომ კლევერლის შემცვლელად მოიყვანა.