Belive

გიორგი ჩაკვეტაძე ჩესტერფილდის წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაშია

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს ინგლისის ასოციაციის თასის შეხვედრები გაიმართება, "უოტფორდი" საკუთარ მოედანზე მე-5 ლიგელ "ჩესტერფილდს" დაუპირისპირდება. უოტფორდის ძირითად შემადგენლობაშია გიორგი ჩაკვეტაძე.

ამ მომენტისთვის ტურნირზე 64 გუნდია დარჩენილი და ამ უქმეებზე გადაწყდება რომელი 32 გუნდი გააგრძელებს ტიტულისთვის ბრძოლას. უოტფორდისთვის ეს პირველი შეხვედრაა, ჩესტერფილდმა კი აქამდე მოსასვლელად "ლეიტონი" და "პორთსმუთი" დაამარცხა.

სხვა სტატიები