Belive

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონშიპში ერთ-ერთი საუკეთესოა

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" 2024/25 წლების სეზონი შესანიშნავად დაიწყო. ინგლისურმა გუნდმა ჩემპიონშიპის საწყის 3 შეხვედრაში სამივე მატჩი მოიგო. გიორგი ჩაკვეტაძემ კი 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ქართველ ფეხბურთელს ამ სეზონში უკვე ძალიან კარგი სტატისტიკა აქვს. გიორგი ჩაკვეტაძემ კარამოკო დემბელესთან ერთად, ყველაზე მეტი საგოლე მომენტის შექმნაში მიიღო მონაწილეობა.

საუკეთესო ხუთეულის სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:

  • გიორგი ჩაკვეტაძე - 21

  • კარამოკო დემბელე - 21

  • ფინ აზაზი - 19

  • ბარი ბანანი - 17

"უოტფორდს" ჩემპიონშიპში ქულების მაქსიმუმი აქვს დაგროვებული 3 მატჩში 3 მოგება. გიორგი ჩაკვეტაძის გუნდმა ჯერ "მილუოლს" მოუგო 2:3, შემდეგ "სტოკს" 3:0, ხოლო 2:1 "დერბისთან" იმარჯვა. მომდევნო შეხვედრას "უოტფორდი" ხვალ, 1 სექტემბერს "შეფილდის" წინააღმდეგ გამართავს.

ამას გარდა "უოტფორდი" კარაბაოს თასის 1/16-ფინალშია, სადაც "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები