გიორგი არაბიძე კარიერას სამხრეთ კორეაში გააგრძელებს
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ქუთაისის ,,ტორპედოს'' ყოფილი შემტევი, გიორგი არაბიძე ,,ულსან ჰიუნდაიში'' ითამაშებს. ინფორმაციას Geo Team ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მხარეები კონტრაქტის დეტალებზე უკვე შეთანხმდნენ. ასევე, შეთანხმება შედგა ,,ულსანსა'' და ,,ტორპედოს'' შორისაც და სამხრეთ კორეული გუნდი ფეხბურთელის სანაცვლოდ თანხას გადაიხდის.
მიმდინარე სეზონში არაბიძის ანგარიშზე ქუთაისური კლუბის მაისურით ჩატარებულ 20 შეხვედრაში 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.
სამხრეთ კორეის საფეხბურთო ჩემპიონატის 22 ტურის შემდეგ ,,ულსან ჰიუნდაი'' 39 ქულით სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციაზეა და ლიდერს 2 ქულით ჩამორჩება.