Belive

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე სამხრეთ კორეის გუნდ ულსან ჰიუნდაიში გადავიდა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად, ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე ქუთაისის "ტორპედოდან" კარიერას სამხრეთ კორეის ჩემპიონატში, კერძოდ "ულსან ჰიუნდაიში" გააგრძელებს.

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ფეხბურთელმა და თავად გუნდმა კომენტარი გააკეთეს:

ვიცი, რომ ბევრი ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა და თამაშობს K-ლიგაში. ვიცი, რომ ვაკო, რომელიც გასულ სეზონამდე "ულსანში" თამაშობდა, გულშემატკივრებისგან დიდ სიყვარულს გრძნობდა და კარგ თამაშს აჩვენებდა. ეს ყველაფერი მოტივაციას მაძლევს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ვაჩვენო ის რაც შემიძლია და ეს უფრო დიდ მოტივაციას მაძლევს. ჩემი საბოლოო მიზანი აქ ადაპტაცია და შემდგომი ზრდაა, მინდა, რომ გუნდის გამარჯვებაში წვლილი შევიტანო. - გიორგი არაბიძე

"ულსან ჰიუნდაი" გიორგიზე წერს:

გამოცდილებით, მრავალჯერადი ჩემპიონობითა და სანაკრებო კარიერითაც კი, არაბიძე გუნდს სეზონის მეორე ნახევარში დაეხმარება და თავისი თამაშით გამორჩეული იქნება. ის წამყვან როლს შეასრულებს ულსანის ლიდერობის დაბრუნებაში. გვინდა, რომ ზედიზედ მესამე ჩემპიონობა ვიზეიმოთ. - "ულსან ჰიუნდაი"
View this post on Instagram

A post shared by 울산 HD FC (@uhdfc_1983)

"ულსან ჰიუნდაის" სამხრეთ კორეის უმაღლესი ჩემპიონატის (K-ლიგაში) მიმდინარე სეზონში 25 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 42 ქულით მე-4 ადგილზეა (12 მოგება, 6 ფრე, 7 მარცხი). 46 ქულით პირველ ადგილს "გიმჩეონ სანგმუ" იკავებს.

მიმდინარე სეზონში არაბიძის ანგარიშზე ქუთაისური კლუბის მაისურით ჩატარებულ 20 შეხვედრაში 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

კარიერ

სხვა სტატიები