Belive

გიორგი არაბიძის გუნდი სამხრეთ კორეის ჩემპიონი გახდა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი არაბიძის "ულსან ჰიუნდაი" სამხრეთ კორეის ჩემპიონი გახდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა K ლიგის მოგება 2 ტურით ადრე იზეიმა. დღევანდელი მატჩი კონკურენტ "განგვონის" წინააღმდეგ გადამაწყვეტი იყო და სწორედ აღნიშნულ მეტოქესთან 2:1-ს გამარჯვების შემდეგ "ულსან ჰიუნდაიმ" ნაადრევად, 36-ე ტურის შემდეგ იზეიმა ჩემპიონატის მოგება. მათ "განგვონს" 7 ქულით გაასწრეს და ქულებში გათანაბრების თეორიული შანსიც კი აღარ დაუტოვეს.

სატურნირო ცხრილი ამ დროისთვის ასე გამოიყურება:

  1. "ულსან ჰიუნდაი" - 68 ქულა

  2. "განგვონი" - 61 ქულა.

დღევანდელ მატჩში ქართველ ფეხბურთელს მონაწილეობა არ მიუღია.

"ულსან ჰიუნდაი" სამხრეთ კორეის ჩემპიონი მეხუთედ გახდა. გიორგი არაბიძემ ულსანის 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.