Belive

გიორგი აბუაშვილი მეცის აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელია

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ქართველი ფეხბურთელი გიორგი აბუაშვილი მეცის აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 23 წლის პოზიციით მარცხენა ვინგერმა სეზონის პირველი ჯილდო უკვე მოიგო.

გიორგიმ მეცის ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ყველა მატჩი თითქმის ბოლომდე, შეუცვლელად იასპარეზა, მას აგვისტოს თვეში 1 გოლი უფიქსირდება, რომელიც გინგამის წინააღმდეგ გაიტანა.

საფრანგეთის ლიგა 2-ში მეცი 9 ქულით მე-4 პოზიციაზეა (2 მოგება, 3 ფრე). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 14 სექტემბერს რედ სტარის წინააღმდეგ გამართავს.