გიორგი აბუაშვილის შეფასება სოშოს წინააღმდეგ
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-9 ტურის შეხვედრაში მეცმა სოშო 3:2 დაამარცხა. 28-ე წუთზე გიორგი აბუაშვილმა გოლი გაიტანა და თავისი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილიც შეიტანა.
ქართველ ფეხბურთელს ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება ჰქონდა, აბუაშვილმა თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 79-ე წუთზე შეცვალეს, 6 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 2-ში გაიმარჯვა, ბურთს 37-ჯერ შეეხო, 2-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და ორივე წარმატებული გამოდგა, 18 გადაცემიდან 14 ზუსტად შეასრულა (78%), ერთხელ კარისკენ დაარტყა, ხოლო ერთხელ კარში.
გიორგი აბუაშვილის შეფასება:
Sofascore: 7.7
Flashscore: 7.2
3 - 2 #FCMFCSM VICTOIRE 😍 Nos Messins prennent les 3 points face à @FCSM_officiel grâce à un doublé de Téji Savanier et un but de Giorgi Abuashvili ! https://t.co/fxEo0XGvDF
— FC Metz ☨ (@FCMetz) October 17, 2026
მეცი ლიგა 2-ის ცხრილში 13 ქულით მე-7 პოზიციაზეა (3 მოგება, 4 ფრე, 2 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 23 ოქტომბერს დიუნკერკის წინააღმდეგ გამართავს.
გიორგი აბუაშვილს მიმდინარე სეზონში 2 გოლი აქვს გატანილი.