გიორგი აბუაშვილის შეფასება დიუნკერკის წინააღმდეგ
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-10 ტურის შეხვედრაში მეცი დიუნკერკს ესტუმრა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. მე-9 წუთზე პაპე მუსა ფოლმა მეცი დააწინაურა, ხოლო 65-ე წუთზე ოპა სანგანტემ ანგარიში გაათანაბრა.
გიორგი აბუაშვილმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 81-ე წუთზე შეცვალეს, ქართველი ფეხბურთელი ბურთს 35-ჯერ შეეხო, 18 გადაცემიდან 15 ზუსტად შეასრულა (83%), სულ შეხვედრაში 4-ჯერ დაარტყა - აქედან 3-ჯერ კარში, ერთხელ დარტყმული კი დაუბლოკეს.
გიორგი აბუაშვილის შეფასება:
Sofascore - 6.0
Flashscore - 6.3
1 - 1 #USLDFCM C'est terminé au Stade Marcel Tribut 🔚 Malgré de nombreuses opportunités, nos Messins partagent les points avec l'@usldunkerque. Pape Moussa Fall a inscrit son huitième but de la saison. https://t.co/nWykvsaLlx
— FC Metz ☨ (@FCMetz) October 23, 2026
მეცი ლიგა 2-ის ცხრილში 14 ქულით მე-8 პოზიციაზეა (3 მოგება, 5 ფრე, 2 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 30 ოქტომბერს პოს წინააღმდეგ გამართავს.
გიორგი აბუაშვილს მიმდინარე სეზონში 2 გოლი აქვს გატანილი.