ბრაზილიელმა მეკარემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა
სამხრეთ ამერიკის თასის 1/8 ფინალში, ფლუმინენსემ ამერიკა დე კალი 2:0 დაამარცხა. შეხვედრა იმით იყო გამორჩეული, რომ ფლუმინენსეს 44 წლის ბრაზილიელმა მეკარემ, ფაბიო ლოპესმა, მსოფლიო რეკორდი მოხსნა - მისთვის ეს შეხვედრა, რიგით 1391-ე ოფიციალური მატჩი იყო.
ბრაზილიელმა პიტერ შილტონის მიერ დამყარებული მსოფლიო რეკორდი მოხსნა (ინგლისელმა თავად 1387 თამაში დათვალა, ხოლო გინესის რეკორდების წიგნში ეს მაჩვენებელი 1390-ია).
Globo Esporte-ის მონაცემებით, ფაბიომ კრუზეიროს შემადგენლობაში 976 მატჩი ჩაატარა, ფლუმინენსეს შემადგენლობაში - 235, ვასკო და გამას შემადგენლობაში - 150 და უნიაო ბანდეირანტეს შემადგენლობაში - 30. ამავე მონაცემების მიხედვით, ოფიციალური მატჩების რაოდენობით, მესამე ადგილს ალ ნასრისა და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ იკავებს - 1283 თამაში.