გერმანული მედია | კლოპი მადრიდის რეალის გაწვრთნას სერიოზულად განიხილავს
იურგენ კლოპმა შესაძლოა კარიერაში ახალ გამოწვევაზე თანხმობა განაცხადოს და მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩაიბაროს - აღნიშნულ ინფორმაციას, ავტორიტეტული გერმანული მედია საშუალება ავრცელებს.
Sky Sports-ის გერმანული რედაქციის წარმომადეგენელი, ფლორიან პლეტენბერგი აღნიშნავს, რომ კლოპი სერიოზულად ინტერესდება კვლავ სამწვრთნელო კარიერის განახლებით და მადრიდის რეალის ოფიციალურ წინადადებას აუცილებლად განიხილავს.
According to Sky Germany, Jurgen Klopp is seriously considering a return as head coach should Real Madrid make a concrete move in the summer. pic.twitter.com/t0uNhNbGNu
— DaveOCKOP (@DaveOCKOP) January 15, 2026
შეგახსენებთ, რომ ბარსელონასთან სუპერ თასის ფინალში მარცხის შემდეგ, მადრიდის რეალმა ხაბი ალონსო გაათავისუფლა.
ალონსომ რეალი 2025 წლის ზაფხულში, ლევერკუზენში ჩატარებული წარმატებული სეზონის შემდეგ ჩაიბარა. 44 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით მადრიდულმა გრანდმა სულ 34 შეხვედრა ჩაატარა, 24 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა, 6-ში კი დამარცხდა.