Belive

რეალის ფეხბურთელები და ხელმძღვანელობა ასეთ პროტესტს არ ელოდნენ

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

რეალ მადრიდში სიტუაცია არეულია. პერესმა ხაბი ალონსო სუპერთასის ფინალში, 'ელ კლასიკოში' დამარცხების შემდეგ გაათავისუფლა. პოსტზე ახლა ალვარო არბელოაა, რომელმაც უკვე მოასწრო სამეფო თასიდან გამოვარდნა (ალბასეტესთან წაგებით).

შაბათს, ლა ლიგის მე-20 ტურში, მადრიდელებმა ლევანტე 2:0 დაამარცხეს. "სანტიაგო ბერნაბეუზე“ გულშემატკივრები გუნდს სასტვენებითა და პროტესტით დახვდნენ, რაც მთელი მატჩის განმავლობაში და ფინალური სასტვენის შემდეგაც გაგრძელდა - გუნდის გამარჯვების მიუხედავად. COPE-ის ცნობით, ფეხბურთელები განაწყენებულები არიან, რადგან ამას ელოდნენ.

რეალ მადრიდის ფეხბურთელები შესაძლო შედეგების შესახებ გააფრთხილეს, თუმცა მათ ეგონათ, რომ სტვენა და ობსტრუქცია მატჩის დასაწყისით შემოიფარგლებოდა და სრულ 90 წუთს არ გაგრძელდებოდა. ინსაიდერების ინფორმაციით, გასახდელში არის აზრი, რომ ფანები მხოლოდ მაშინ უჭერენ მხარს, როცა ყველაფერი კარგად მიდის, რაც ფეხბურთელებზე ცუდად მოქმედებს.

ამ საკითხში ხელმძღვანელობაც მოთამაშეების აზრს იზიარებს - გაფრთხილების მიუხედავად, ისინი არ ელოდნენ ფანების ასეთი სახის პროტესტს.

სხვა სტატიები