გერმანიაში ჩასულ ბენფიკას გულშემატკივრებს კურიოზი შეემთხვათ
დღეს, 19 აპრილს ევროპა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩები მიმდინარეობს, სადაც ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და საინტერესო მატჩი გერმანიაში, კერძოდ კი ფრანკფურტში მიმდინარეობს. ფრანკფურტის "აინტრახტი" "ბენფიკას" მასპინძოლობს. პორტუგალიელი ქომაგები საკუთარ კლუბს გერმანიაში გაყვნენ, სადაც მათ კურიოზი შეემთხვათ. "ბენფიკას" გულშემატკივრები სხვა ქალაქ ფრანკფურტში ჩაფრინდნენ, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიაში მდებარეობს და რომელიც გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქალაქ ფრანკფურტიდან 600 კილომეტრის დაშორებითაა.
🔴 Some Benfica fans travelled to the wrong City of Frankfurt ahead of today's Europa League clash. They went to Frankfurt (Oder) in Eastern Germany instead of Frankfurt (Main) They're 600km apart 🤣 pic.twitter.com/JLwjjy8sJF — ODDSbible (@ODDSbible) April 18, 2019