არგენტინის ნაკრებმა კოპა ამერიკაზე სათამაშო ფორმა წარადგინა
9 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
2024 წლის კოპა ამერიკა 20 ივნისს აიღებს სტარტს და 14 ივლისს დასრულდება.
კოპა ამერიკა 2024-ს არგენტინის ნაკრებისთვის დიდი დატვირთვა ექნება. პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი კოპა ამერიკას პირველად ითამაშებენ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონების რანგში, ამასთან ერთად უკვე ვიცით, რომ ეს ბოლო სანაკრებო მატჩები იქნება ანხელ დიმარიასთვის და სავარაუდოდ ლეო მესისთვისაც.
არგენტინის ნაკრებს კოპა ამერიკასთვის ადიდასი შემოსავს. მაისურზე გამოსახულია ქვეყნის ტრადიციული თეთრი და ცისფერი ზოლები, შერწყმული ოქროსფერი ლოგოთი და შრიფტით.
არგენტინა და ადიდასი იყენებენ ოდნავ განახლებულ 3-ვარსკვლავიან ლოგოს, სადაც მესამე ვარსკვლავი ოდნავ მაღლა არის განთავსებული.