Belive

ჩეხურმა გრანდმა საკუთარი სტადიონის სათადარიგო სკამები ლუდის ქილის ფორმით შეფუთა (ფოტოები)

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩეხეთის 5-გზის ჩემპიონმა და ერთ-ერთმა გრანდმა, საფეხბურთო კლუბმა "პლზენმა" საკუთარ მოედანზე სათადარიგო სკამები ლუდის ქილის ფორმით შეფუთა. მიზეზი კი ის იყო, რომ მათ კონტრაქტი გააფორმეს ერთ-ერთ ჩეხურ ლუდთან "Gambrinus"-თან და თანამშრომლობა დაიწყეს, რის შემდეგაც ასეთი საინტერესო სურათი მივიღეთ.
DF2TB1fXsAAkCKF
სათადარიგო სკამებში ჩამონტაჟებულია უმაღლესი დონის ტყავის სავარძლები, რომელიც ავტომატურად თბება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 1997 წელს, "პლზენის" ლეგენდარული ფეხბურთელი სტანისლავ სტროუნჩი, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სწორედ "Gambrinus" ლუდსახარშში მუშაობდა.  

სხვა სტატიები