მანჩინიმ ბელგიასთან მატჩისთვის განაცხადიდან ოთხი მოთამაშე ამოიღო
დღეს, უეფას ერთა ლიგის A დივიზიონის პირველი ჯგუფის ბოლო შეხვედრაში იტალია ბელგიას ესტუმრება, მატჩი 23:45 საათზე დაიწყება.
რობერტო მანჩინიმ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ბელგიასთან მატჩისთვის განაცხადიდან ოთხი მოთამაშე ამოიღოს და ალფაჯო სისე და მატია ლიბერალი შეიყვანოს.
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წესების თანახმად, მანჩინიმ შემადგენლობა 23 ფეხბურთელამდე უნდა შეამციროს, მათგან სამი აუცილებლად მეკარე უნდა იყოს. გუშინ, მანჩინიმ დაადასტურა, რომ იტალია საფრანგეთთან მატჩის ორ ძირითად მოთამაშეს - დავიდე ფრატეზისა და ნიკოლო კამბიაგის ვერ გამოიყენებს, რადგან ისინი ჯერ არ გამოჯანმრთელებულან, შესაბამისად, ისინი დღევანდელი მატჩის განაცხადში არ არიან.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ბელგიასთან მატჩის განაცხადში ვერ მოხვდნენ სებასტიანო ესპოზიტო, სამუელე რიჩი, ფედერიკო გატი და მატეო პალმა. აღსანიშნავია, რომ გატი და პალმა საფრანგეთთან შეხვედრის განაცხადშიც არ იყვნენ.
ამავდროულად, ბელგიასთან მატჩისთვის გუნდს შეუერთდნენ ალფაჯო სისე, მატია ლიბერალი, ონესტ აჰანორი და ნიკოლო პისილი - ფეხბურთელები, რომლებიც კვირის დასაწყისში, საფრანგეთთან მატჩის განაცხადს მიღმა დარჩნენ.
Alphadjo Cisse and Mattia Liberali will be included in Italy's matchday squad to face Belgium on Sunday evening, but Davide Frattesi, Nicolo Cambiaghi and Sebastiano Esposito are among the players who will miss out on the decisive clash in Brussels. pic.twitter.com/Nxl0RBCh4t
— Football Italia (@footballitalia) November 15, 2026
სექტემბერ-ოქტომბრის სანაკრებო პაუზის დასაწყისში, ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, როცა გუნდები რომში შეხვდნენ, გამარჯვება ბელგიას დარჩა.
მატჩის წინ იტალია 10 ქულით ჯგუფს ლიდერობს (საფრანგეთს ბურთების სხვაობითა და ურთიერთშეხვედრების შედეგით უსწრებს), ბელგია 9 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო თურქეთი - ბოლოზე, 0 ქულით.